0
მენიუ
banner banner

"ადამიანი მკარნახობს, თუ როგორ გარემოში უნდა ვაგრძნობინო თავი ჩემ მიერ დაგეგმარებულ სივრცეში" - ლელი შევჩენკო

"ადამიანი მკარნახობს, თუ როგორ გარემოში უნდა ვაგრძნობინო თავი ჩემ მიერ დაგეგმარებულ სივრცეში" - ლელი შევჩენკო

ინტერიერის დიზაინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს თითოეული ადამიანის ცხოვრებაში. ინტერიერის დიზაინი ადამიანებს ეხმარება გაიგონ ბევრი რამ სივრცის შესახებ და გაიაზრონ, თუ როგორ შეიძლება აითვისონ სივრცე ისე, რომ იგი იყოს თან პრაქტიკული და თან კომფორტული. ინტერიერის დიზაინში გათვლილია ყველა ის ფუნქციური საჭიროება, რომლებსაც ერთი შეხედვით არ ვაკვირდებით, მაგრამ მის გარეშე ცხოვრება გაგვიჭირდებოდა. 

ინტერიერის დიზაინერი არ ზრუნავს მხოლოდ სივრცის იერსახეზე, არამედ ის ცდილობს მის უფრო მეტად ფუნქციურ ათვისებას. ალბათ, ხშირად გვინახავს პატარა სივრცე, რომლის ინტერიერშიც ყველაფერი იმდენად იდეალურადაა გათვლილი, რომ მისი ზომა სულაც არ უშლის ხელს კომფორტულ ცხოვრებას. ამავდროულად გვინახავს დიდი სივრცეებიც, რომლებიც არაეფექტურად არის ათვისებული და საერთოდაც არ არის მასში ადამიანის კომფორტი გათვლილი. სწორედ ამიტომ, ინტერიერის დიზაინერის როლი უმნიშვნელოვანესია სახლის, ბინის თუ ოფისის დაგეგმარებისას.

ამ მოთხოვნადი სფეროს შესწავლა სმარტ აკადემიაშია შესაძლებელი. კურსს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე არქიტექტორი და ინტერიერის დიზაინერი - ლელი შევჩენკო წარუძღვება. მოდით, ახლოდან გავიცნოთ ლელი.

როდის დაინტერესდით ინტერიერის დიზაინით და რა დროს გააცნობიერეთ, რომ ეს იყო სფერო, სადაც ბოლომდე ისურვებდით დარჩენას?

15 წლის ასაკში აღმოვაჩინე, რომ ჩემს 9 კვადრატულ ოთახში ვეღარ ვეტეოდი, არადა სახელოსნოც მინდოდა, მეგობრებიც უნდა მიმეღო სტუმრად, სახაზავ-სახატავი დაფების, იარაღების, მაკეტისა და ნახატების შესანახი ადგილიც მჭირდებოდა, წიგნებიც დამეტია თაროებზე, ტანსაცმლის კარადაც მქონოდა ოთახში… ავდექი, ვხაზე, ვჯღაბნე (ხაზვა ჯერ წესიერად არ ვიცოდი) და ტრანსფორმირებადი მაგიდა მოვიფიქრე. მერე კი მამას დახმარებით ძველი ავეჯისგან სრულიად ახალი მაგიდა ავაწყვეთ, დედა კი ზედაპირზე ხის ტექსტურიანი შპალერის გადაკვრაში დამეხმარა (მაშინ ლამინატი არ იყო). ცოტა მოგვიანებით, 20 წლის ასაკში კი 3D პროგრამები ვისწავლე დამოუკიდებლად. ვიჯექი მთელი  ზაფხული და სასწავლო წიგნებიდან, ნაბიჯ-ნაბიჯ ვითვისებდი 3D მაქსის „ანბანს“, მოგვიანებით კი (2006 წელს) ვატარებდი ლექციებს და უკვე თავად ვასწავლიდი ამ პროგრამებს.

21 წლის ასაკში საბოლოოდ  გავაცნობიერე, ისეთი რამ  მინდოდა მეკეთებინა მთელი ცხოვრება, რაც საშუალებას მომცემდა გამეერთიანებინა - ფერწერა და  ხაზვა, მაკეტირება/3D პროგრამაში მუშაობა, სადაც მომეცემოდა ადამიანებთან  სიღრმისეულად ურთიერთობის საშუალება, სადაც შევძლებდი შემოქმედებითობა და ტექნიკური გამოწვევების დაძლევის შერწყმას, ოცნებებისა და პრაგმატიზმის, ბიზნესის ერთმანეთთან დაკავშირებას....

ჩემთვის ასეთი სფერო აღმოჩნდა - არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი. 

მაგისტრატურის დამთავრებისთანავე, 2008 წლიდან ინტენსიურად დავიწყე მუშაობა არქიტექტურულ პროექტებზე.

თუ გაქვთ ერთი გამორჩეული პროექტი, რომელზე მუშაობაც განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო თქვენთვის?

ძალიან მიყვარს სხვადასხვა დიზაინზე მუშაობა, იქნება ეს კერძო სახლი, კლინიკები, უნივერსიტეტის დაგეგმარება, ოფისი, ხმის ჩამწერი სტუდია, რესტორანი თუ ესთეტიკის ცენტრი, რომლებსაც სრულიად სხვადასხვა ხიბლი და სპეციფიკა აქვთ. 

როგორც მსახიობები ამბობენ ხოლმე, არ არსებობს პატარა და დიდი როლები, ასევე მგონია არქიტექტურასა და დიზაინში - არ არსებობს დიდი და პატარა პროექტი, მთავარი მისი მნიშვნელობა და კონცეფციაა… ერთნაირი სიამოვნებით მიმუშავია ერთდროულად 1000 კვადრატული ბიზნეს ცენტრის დაგეგმარებაზე და 30 კვადრატული ოფისის დიზაინზე, რადგან რადიკალურად განსხვავებული გამოწვევებია და ორივეს ღირსეულად უნდა გაართვას თავი არქიტექტორმა. 

საიდან იღებთ ინსპირაციას?

ადამიანისგან და ბუნებისგან.

ადამიანი მკარნახობს, თუ როგორ გარემოში უნდა ვაგრძნობინო თავი ჩემ მიერ დაგეგმარებულ სივრცეში.

“სივრცე ადამიანივითაა და დიზაინერმა მისი სული უნდა ამოიცნოს” – როცა ადამიანს სურს, სხვებისგან განსხვავებულად, ორიგინალურად გამოიყურებოდეს, ტანსაცმლის დიზაინერს მიმართავს და თავის სტილს მასთან ერთად ქმნის. სივრცეზეც იგივე შეიძლება ითქვას – ის პროფესიონალის დახმარებით ტანსაცმელივით უნდა მოირგო.

რაც შეეხება სტილის და ფერების მოძიებას, ბუნებაზე საუკეთესო მხატვარი და მასწავლებელი არ არსებობს, ამიტომ ყოველთვის იქ ვეძიები ინსპირაციას.

რა ხდის განსაკუთრებულს ინტერიერის დიზაინს, როგორც პროფესიულ სფეროს?

საოცრად  დინამიური, შემოქმედებითი სფეროა, სადაც ძალიან ბევრი ინტელექტუალური იარაღის გამოყენება და განვითარება გჭირდება  - დაწყებული მენეჯმენტის, დამთავრებული დიპლომატიური მოლაპარაკებისა და ფსიქოლოგის უნარებით.

რა თქმა უნდა, მოტივაციას ისიც ამაღლებს, რომ საკმაოდ მაღალანაზღაურებადი სფეროა და აქ მუშაობით შესაძლებელია მიაღწიო ფინანსურ დამოუკიდებლობას.

რა უნარები უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომელსაც სურს გახდეს ინტერიერის დიზაინერი? (რამდენად აუცილებელია ხატვის ცოდნა?)

ხატვის ცოდნა აუცილებლობას არ წარმოადგენს, მთავარია ჰქონდეს გემოვნება, ასევე სტილის და მოცულობის აღქმის უნარი. იყოს შრომისმოყვარე, მუშაობდეს საკუთარ თავზე და ფლობდეს კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევებს.

რა გაითვალისწინეთ სალექციო კურსის პროგრამის შედგენისას, როგორ და რის მიხედვით დაალაგეთ თემები?

სალექციო კურსის პროგრამის შედგენისას გავაერთიანე საკუთარი გამოცდილება და არქიტექტურის მაგისტრატურაზე მიღებული ცოდნა.

სილაბუსი შედგენილია შემდეგი პრინციპით: კურსის 30% მოიცავს თეორიას, დანარჩენი 70% კი  ეთმობა პრაქტიკას (მიმდინარე ობიექტებზე დასწრება, მუშაობა), კომპიუტერული უნარების განვითარებას (Archicad, 3D Max) და საქართველოში არსებული შოურუმების, საამქროების მუშაობის  დეტალურ შესწავლას (ახალი ნათება, ზოდი, წუნდა, ბელ მეზონი, რივერსაიდი, ეკოვუდი)

კურსის ბოლოს სტუდენტები შეძლებენ დამოუკიდებლად და გემოვნებით შექმნან სივრცე, (ბინა, სახლი, ოფისი, საშუალო სირთულის ფართი) დააგეგმარონ, გათვალონ ბევრი ნიუანსი, რაც რემონტის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესს გაუიოლებთ.

რამდენად შეძლებენ სტუდენტები კურსის დასრულების შემდეგ დამოუკიდებლად შეკვეთის აღებას?

თუ კურსის დასრულების შემდეგაც არ შეწყვეტენ საკუთარ თავზე მუშაობას, თავისუფლად შეძლებენ, საშუალო სირთულის პროექტების შესრულებას და დაკვეთების აღებას.

რას ურჩევდით იმ ადამიანებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ინტერიერის დიზაინით, თუმცა გარკვეული მიზეზის გამო, ვერ ბედავენ ახალი გამოწვევების მიღებას?

თუ არ გადადგი ნაბიჯი წინ, ვერ განვითარდები და ოცნება ოცნებად დაგრჩება... ამ დროს კი, ძალიან მარტივია უთხრა საკუთარ თავს - რატომაც არა?! რასაც ჩავიფიქრებ, ყველაფერს შევძლებ, მთავარია მოვინდომო! როცა ადამიანს გულით უნდა, ის აუცილებლად აღწევს მიზანს!

ინტერიერის დიზაინის 52 საათიანი სალექციო კურსის შემდეგ შეძლებ:

• ArchiCad-ის შესწავლას, რაც ტექნიკური ნახაზების შესრულებაში დაგეხმარება

• MoodBoard-ის აწყობას Photoshop-ის საშუალებით

• 3D MAX-ის საბაზისო ინსტრუმენტების შესწავლას და პრაქტიკული დავალებების შესრულებას

• ობიექტზე გასვლას და ანაზომის აწყობას

წაიკითხე სრული სილაბუსი

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, გარდა სერტიფიკატისა, ლექტორისგან მიიღებ წერილობით დახასიათებას/რეკომენდაციას, გაივლი 1 თვიან პრაქტიკას და ცოდნასა და გამოცდილებას კიდევ უფრო გაიმრავალფეროვნებ.

ლელი შევჩენკოს პორტფოლიო 

ლელის ღია ლექცია: პროფესია: ინტერიერის დიზაინერი

ინტერიერის დიზაინის კურსი

სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები